Logo

პოლონეთი უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების განახლებას ადასტურებს

უკრაინა
975
Frontnews image description

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა, საუბარია მიწოდებაზე ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით იასენკაში (პოლონეთი), – ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ განაცხადა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლონეთში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა სამხედრო დახმარების მიწოდება ადგილობრივი ჰაბით. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სიტუაცია “სერიოზული” უწოდა.

დახმარების მიწოდების ნორმალიზება და მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის აღდგენა მიღწეული იქნა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში 11 მარტს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები