Logo

პოლონეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

პოლიტიკა
17.07.2023 / 10:08
Frontnews image description

საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

 

ელჩის დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლონელმა ექიმებმა მესამე პრეზიდენტი მოინახულეს.

 

ელჩი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი მართავს.

 

12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას “ვივამედში” რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.

 

14 ივლისს კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, “სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა”. 

Advertisement