Logo

პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს

პოლიტიკა
1199
Frontnews image description

პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალი მალგოჟატა გოშევსკა საქართველოში იმყოფება. ის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში“ მისვლას გეგმავს, თუმცა ჯერ უცნობია დართავს თუ არა ხელისუფლება  მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიხეილ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებას. 

 

ის ერთხელ უკვე იმყოფებოდა ამ მიზნით საქართველოში, თუმცა მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლონელი პარტნიორები მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან. “იმედი მაქვს,  რომ ჩვენს პოლონელ სტუმარს შეუშვებენ კლინიკა “ვივამედში“ და არ შეუქმნიან  დაბრკოლებას. პოლონეთი და ჩვენი პოლონელი მეგობრები დაინტერესებული არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები კვლავ ინტერესდებიან მისი მდგომარეობით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, სავარაუდოდ, პოლონელ სტუმარს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ამჯერადაც უარს ეტყვიან. 

 

“ევროკავშირის დეპუტატები არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის სანახავად. სავარაუდოდ, ასეთი დამოკიდებულება იქნება.  პატიმრობის კანონში გაწერილი არ არის ასეთი შემთხვევები.  უცხოეთის მოქალაქის შემთხვევაში,  იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს აქვთ უფლება შევიდნენ და მოინახულონ პატიმარი,  მაგრამ ბატონი მიხეილი უკრაინის მოქალაქეა.  როდესაც ჩამოდის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში.  მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების უფროსს შეუძლია გასცეს შესვლის უფლება“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.  

 

პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალი მალგოჟატა გოშიევსკა 16:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებაზე ისაუბრებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები