პოლონეთის შს მინისტრმა გიორგი გამსახურდია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი გამსახურდია, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტარციის მინისტრის მიერ პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.
გამსახურდიას ჯილდო პოლონეთის ეროვნული პოლიციის დღისადმი გამართული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისადა პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობაში დახმარებისთვის გადაეცა.
გიორგი გამსახურდიას მედალი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტმა, გენერალ მაიორ პაველ პულტოჟიცკიმ გადასცა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს