პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტნიორებს უკრაინისთვის ასი ტანკის მიწოდება მარტივად შეუძლიათ


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ მარტივად შეაგროვონ ასი ტანკი, რათა გადასცენ უკრაინას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სთან და შესაძლოა, კანადასთან ერთად, “დიდი სირთულის გარეშე“ შეუძლიათ უკრაინისთვის 100 ტანკის მიწოდება.
“ყოველი დაგვიანება უკრაინის დამცველების წინაშე სასიკვდილო ცოდვაა, ეს ამ ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდებათ და ამიტომ ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ გამოცდის ჩაბარება“, – განაცხადა ოჩეპამ.
გერმანიამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს. გერმანიის გადაწყვეტილებამ ასევე მწვანე შუქი აუნთო სხვა ქვეყნებს უკრაინელი სამხედროებისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდებას.
თაგები:
ლეოპარდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს