
ავტორი
Front News საქართველო
დოჰაში, “სთედიუმ 974”-ზე, პოლონეთსა და მექსიკას შორის C ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა და გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.
თანაბარი თამაშის ფონზე, პოლონელებს უფრო რეალური შანსი ჰქონდათ გამარჯვების, თუმცა 58-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მექსიკელთა მეკარემ გილერმო ოჩოამ მოიგერია.
შესაბამისად, ამ შედეგის ფონზე, ყველასგან მოულოდნელად C ჯგუფში, საუდის არაბეთი გალიდერდა. მეორე და მესამე ადგილებს პოლონეთი და მექსიკა ინაწილებენ, ჯგუფის ფავორიტი არგენტინა კი ბოლო ადგილზე იმყოფება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს