პოლონეთში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სამართალი
639

ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს, რომელსაც ორი მოქალაქის დაჭრა ედება ბრალად.
მამაკაცმა ადგილობრივებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ამ დროისთვის 3-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მას თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება.





