Logo

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ვინ ლიდერობს ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ

მსოფლიო
206
Frontnews image description

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საარჩევნო უბნების უმეტესობის მონაცემები უკვე ცნობილია.

ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს რაფალ ტშასკოვსკის - 31.2% აქვს, კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა - 29,7%, სლავომირ მენცენს - 14,9%.

18 მაისს, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მასში 13 კანდიდატი მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ მონაწილეობას.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement