“პოსტს არავინ ტოვებს, გიორგი გახარია არის ძალიან ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს”


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა არასერიოზული და აბსურდული უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ შესაძლოა, პოსტი დატოვოს.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"არც ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება. პოსტს არავინ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას და ის არის ძალიან ღირსეული სახელმწიფო მოხელი, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ქვეყანა დგას უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ასევე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც არადროს, ახლა საჭიროა ერთიანობა და გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს