Logo

“პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ”

საზოგადოება
1185
Frontnews image description

ადა მარშანიამ "პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა, – ამის შესახებ ადა მარშანია სოციალურ ქსელში წერს.

"ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – წერს ადა მარშანია.

ამასთან, ადა მარშანია პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავისთვის მიწერილ წერილსაც აქვეყნებს.

„ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – აღნიშნულია წერილში.

თაგები:

Advertisement