Logo

“პოზნერი არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს”

საზოგადოება
834
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აფასებს. მისი განმარტებით, პოზნერი ჩვეულებრივი, რიგითი ტურისტებისგან უნდა განვასხვავოთ და იმან, რაც გუშინ მოხდა, ხელისუფლების ნამდვილი სახეც დაგვანახა. 

"გავრილოვის ღამიდან მათ ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანეს, იმიტომ რომ კვლავ ზილავენ ტურისტებში და ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ აი, ჩვენ ტურისტები არ გვინდა. პოზნერი არ არის ჩვეულებრივი ტურისტი. ის 75 წლიდან, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, აპრავდებდა საბჭოთა კავშირის ყველაზე ბინძურ გადაწყვეტილებებს. არის ასეთი ლოგიკაც, 87 წლის კაცმა დაბადების დღის გადახდა საქართველოში გადაწყვიტა და თქვენ რას მიუვარდით, შეიძლება ამ ლოგიკას არსებობის უფლებაც აქვს, მაგრამ მე ასეთ ადამიანებს მინდა ავუხსნა: პოზნერი არ არის რიგითი ტურისტი, ის არის პუტინის ისტებლიშმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მეტიც პოზნერი არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს ევროპის, ამერიკის, მისი მეზობლების, მათ შორის საქართველოს მიმართ. მე არაფერს ვამბობ იმ გამონათქვამებზე, რაც მას აქვს. ამიტომ, არანაირი გამართლება არ აქვს ასეთ საქციელს, მეტიც ანტისახელმწიფოებრივია პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გამოიყვანოს ის ჩვეულებრივ ტურისტად. რიგით რუსს ტურისტს სულ ფეხზე კიდია, როგორ ექცევიან საქართველოში პოზნერს, დარწმუნებული ვარ, რომ ნახავდნენ ნიუსებში, მოუწონებოდათ კიდეც. ეს საერთოდ არ ეხება ჩვეულებრივ, რიგით რუსს ტურისტს, რომელიც  შეიძლება საქართველოში შემოვიდეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან შენი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდაში, ყველაზე საშინელ პროპაგანდაში, ისეთში, ყველაზე ცუდ წერტილს რომ ურტყამს, ეს ხომ სხვაა? "ქართული ოცნების" ერთ ნაწილში ჩვეულებრივი ვირ-ეშმაკები არიან, რომლებმაც მიიღეს მისი მოწვევის გადაწყვეტილება და ახლა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვატყუებენ"-განაცხადა უგულავამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები