პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს
საზოგადოება
01.04.2021 / 16:59


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 32 პირი დაჯარიმდა, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებოდნენ.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, საქართველოში ჩამოსული 41 პირიდან ცხრას წესები არ დაურღვევია.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
