
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი და მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.
"პოზნერის ღამეს ვერ გაბედეს დაკავებები და ახლა დაერივნენ აქტივისტებს. 12-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. სასოწარკვეთა ჰქვია მაგას", – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალე" აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს