
ავტორი
Front News საქართველო
სამართალდამცველებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის კორდონის საშუალებით გაიყვანეს. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.
ადგილზე იყო დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის. აქტივისტებმა სასტუმროს სტუმრები შეძახილებითა და სტვენით გააცილეს.
სასტუმრო „ვინოტელთან“ აქციაზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ .
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, ის ადამიანები ვინც გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისას სასტუმრო "რუმსიდან", სასტუმრო "ვინოტელის" მიმართულებით გადაადგილდებოდნენ დაჯარიმდებიან.
"ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო "რუმსიდან" აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული", – განაცხადა შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელმა სერგი ბზიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს