
ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პოლიცია აქტივისტებს პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს და აღნიშნავს, რომ "მთავრობა თავხედობას აგრძელებს".
"სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ახლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე. უნდა გაეცეთ პასუხი, დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5-ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე", – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიცია მათ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები დღეს, 17:00 საათიდან აქცია-მსვლელობებს აწყობენ. ისინი კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დარღვევას აპირებენ. ანალოგიური აქციები გაიმართება ქუთაისში და ბათუმშიც.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს