
ავტორი
Front News საქართველო
“პრაიდის ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ფესტივალის მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, სადაც “პრაიდის ფესტივალი“ უნდა გაიმართოს, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მოგვიანებით ეს მაინც მოახერხეს და ახლა იმ ტერიტორიისკენ მიემართებიან, სადაც ფესტივალი უნდა დაიწყოს.
აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
ძალადობრივი ჯგუფები აგრესიულად არიან განწყობილი პოლიციელების და მედიის მიმართაც.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
თაგები:
თბილისი პრაიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს