პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მულმანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გამოითქვა მზაობა ქვეყნებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე ინარჩუნებს ინტერესს ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის მიზნით. ხაზი გაესვა ცნობილი ავსტრიული კომპანიების მონაწილეობით საქართველოში მიმდინარე წარმატებულ პროექტებს.
საუბარი შეეხო კოვიდ-19-ით შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან ბრძოლის საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატს „AstraZeneca“– ს ვაქცინის 5000 დოზის საქართველოსთვის მიწოდებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს