
ავტორი
Front News საქართველო
საუბარი გვქონდა მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, იყო დაახლოებით 10 პუნქტი; ამ 10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, თუ რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტზე და კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის შევეცადეთ ვყოფილიყავით ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკა არის კრიზისში და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
"ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ და ყოველთვის ვისაუბრებთ ღიად. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება ერთობლივი შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა და რასაკვირველია ამით არ უნდა დამთავრდეს. ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი საწინდარი ქვეყნის წარმატების. ყველა თემას ვერ შევეხებოდით დღეს, მაგრამ ის თემები, რომლის გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემებზე გვქონდა საუბარი", – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს