პრემიერ-მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კატარის ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ ალ ხალიფას შეხვდა.
ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და კატარს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
გამოითქვა მზაობა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
ელჩს, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა, პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა