
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიაში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი ექიმის, პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გულშემატკივრობა თავისი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებისადმი. ის ქართველი კარდიოქირურგების არაერთ თაობას მუდმივად უზიარებდა მათ სფეროში არსებულ თანამედროვე მიღწევებს. სწორედ ეს არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ნამდვილი პატრიოტიზმი.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ვლადიმერის ოჯახს, მის ძმას, გამოჩენილ ქართველ მხატვარს ბატონ გიორგი ალექსი-მესხიშვილს. ამ მძიმე დანაკლისს ვუსამძიმრებ ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს