
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “Rothschild & Co”- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლის შეთავაზებაც უცხოელი ინვესტორებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია როგორ ტურისტულ, ასევე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის ფინანსური ცენტრების შექმნაზე და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს