
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს.
მათივე ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით და მზადაა, მათ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი. გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს