
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.
“ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს! ას წელზე მეტია, ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა.
საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხს და წარმატებებს“, – აღნიშნავს პრემიერი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს