
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) სამუშაო ვერსია წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელების ფორმატზე, რაც ითვალისწინებს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.
თაგები:
ნიკო თათულაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს