“პრეზიდენტი მიშელის პოზიციაც ის არის, რომ პოლიპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება”


ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რომლითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების შესრულება უნდა დაიწყოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიდგომას შარლ მიშელიც იზიარებს.
"ჩემთვის და კოლეგების დიდი ნაწილისთვის, მთავარი საკითხი ამ პროცესში გახლდათ პოლიტპატიმრების რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. მიმაჩნია, რომ გზას სხვა საკითხების შესრულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება.
პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაც არის, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ამ ხელშეკრულების შესრულება და რომელიც შექმნის მეტ შესაძლებლობას, რომ უკვე სხვა ტიპის საკითხებზე, სასამართლო, საარჩევნო და სხვა რეფორმებზე ვისაუბროთ.
სანამ ეს ადამიანები არიან დაჭერილი, ვერანაირ რეფორმებზე საუბარი ვერ შედგება, ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს გახლავთ ეს. ყველაზე პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან", – განაცხადა ბაქრაძემ.
თაგები:


ბიძინა ივანიშვილი – ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი

დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოში არ უნდა იყოს და ვერ იქნება ის, რასაც უკრაინაში ვუყურებთ, რომ ბულდოზერები საფლავებს თხრიან და გვამებს ყრიან, ასეთ სურათში მიღებული სტატუსი არ გვჭირდება

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა თავადვე აღიარა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და არალეგიტიმური პრეზიდენტი