Logo

"პრეზიდენტი ყაველაშვილი, ზურაბიშვილისგან და მარგველაშვილისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება"

პოლიტიკა
68
Frontnews image description

პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი, განსხვავებით ქალბატონი ზურაბიშვილისგან და ბატონი მარგველაშვილისგან, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება. კერძოდ, ადამიანი, რომელიც ნაკლებსავარაუდოა, რომ განთავისუფლების შედეგად კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ადამიანი, რომელიც კარგად იაზრებს მის დანაშაულს და ადამიანი, რომელიც ინანიებს თავის დანაშაულს - ასეთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს ადამიანი და ჩაჯდეს შეწყალებულთა სიაში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მან ასევე ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების შეწყალების თაობაზე რადიკალების მიერ შექმნილ ყალბ მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მშობელი გამოიყენო ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დამნაშავეა ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც დაკავებულია, თუმცა, მშობელი მშობელია, რა თქმა უნდა, და არ უნდა შეუქმნა მშობელს ყალბი ილუზია და შემდეგ გამოიყენო რაღაცა ინსტრუმენტად, რომ ხელი გამოიშვირო ხელისუფლებისკენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები