პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს.
მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ოთარ ფარცხალაძე