
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელჩების კონფრენეციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.
“პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს