
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მიიტანეს.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სულ 200 000 ხელმოწერაა შეგროვებული.
“კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყეს. გადაინაცვლეს ზუგდიდში, ქუთაისში და გორში. ბოლოს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს