
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ვეტოს არგამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელი რომ არ იყოს, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას არც შეხვდებოდა.
"რატომ უნდა დაედო ვეტო? არგუმენტი მაინტერესებს. ნებისმიერი ფორმით სხვადასხვა სპეკულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით არის სრულიად უადგილო და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა. პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელი რომ არ იყოს, საერთოდ არც კი შეხვდებოდა ოპოზიციას, არც ერთ მხარეს, საერთოდ განხილვის ეტაპსაც კი ვერ ვიხილავდით ჩვენ. პრეზიდენტი იმ შემთხვევაში ვინმეს თქმით, არ იქნება მიკერძოებული, თუ ბოკერია-სააკაშვილის მსჯელობას არ გაჰყვება? მინდა ოპოზიციას ვუთხრა, რომ დროა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში არის დემოკრატია", – აცხადებს ღუდუშაური.
სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, ვეტო არ დაადო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს