
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვაჰაგნ ხაჩატურიანს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და მოადგილე არმან ხოჟოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი და ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი.
თაგები:
ვაჰაგნ ხაჩატურიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს