
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და მისგან განმარტებებს ითხოვდნენ, რატომ არ იწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
“ადამიანი, რომელმაც ტატუნაშვილის მკვლელი შეიწყალა, ოთხმეზურის, 17 წლის ბავშვი რომ მოკლა, ირინა ენუქიძეს თვალებში ვერ ჩავხედავო, მარიკა ლორთქიფანიძეს თვალებში როგორ უნდა ჩახედოს, მაჩალიკაშვილის დედას თვალებში როგორ უნდა ჩახედოს, შე მონა, პუტინის კუკლა მარიონეტო”, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზურაბიშვილს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეს არ დატოვებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს