პრიგოჟინი – 1 ივნისამდე ყველა გავდივართ, ვისვენებთ, ვემზადებით და შემდეგ ახალ დავალებას მივიღებთ


ავტორი
Front News საქართველო
“ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა დაქირავებულებმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყეს. ისინი, სავარაუდოდ, ქალაქს 1 ივნისამდე მთლიანად დატოვებენ.
“1 ივნისამდე ყველა გავდივართ, ვისვენებთ, ვემზადებით და შემდეგ ახალ დავალებას მივიღებთ“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
3-წუთიან ვიდეოში პრიგოჟინი განიხილავს ე.წ. “გასვლას“ ქალაქიდან, მოუწოდებს თავის “მეომრებს“, არ იჩქარონ და ერთი ერთეული ტექნიკა გაიტანონ.
პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი “ვაგნერელები” ზურგში გაემგზავრებიან და სავარაუდოდ, ბახმუტში პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადავა.
ბახმუტიდან გასვლის შესახებ განცხადება პრიგოჟინმა აქამდეც არაერთხელ გააკეთა.
მანამდე, 10 მაისს, მან უკვე “დატოვა“ ბახმუტი თითქოს საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, რაც საბოლოოდ არ მომხდარა, შემდეგი “გასვლა” კი 25 მაისს დააანონსა.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს