პრიგოჟინი – დაგვპირდნენ საბრძოლო მასალას და სუროვიკინის დახმარებას

ავტორი
Front News საქართველო
“ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მიიღო გარანტია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ბახმუტში მისი დაქირავებულები საბრძოლო მასალას მიიღებენ.
“ისინი გვპირდებიან, რომ მოგვცემენ იმდენ ტყვიას და იარაღს, რამდენიც გვჭირდება შემდგომი მოქმედებების გასაგრძელებლად. ისინი გვპირდებიან, რომ ყველაფერი გვექნება, რაც საჭიროა”, – განაცხადა პრიგოჟინმა.
მისივე თქმით, ბახმუტში მის მებრძოლებს “მიეცათ საშუალება იმოქმედონ ისე, როგორც მიზანშეწონილად მიაჩნიათ“ და ასევე, სავარაუდოდ, დაჰპირდა გენერალ სერგეი სუროვიკინის ჩართვას, რომელიც მანამდე მეთაურობდა ოკუპანტებს უკრაინაში.
“ჩვენ გვაძლევენ სუროვიკინს, როგორც პიროვნებას, რომელიც მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
5 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები 10 მაისს დატოვებენ ბახმუტთან პოზიციებს, მიზეზად იარაღის და საბრძოლო მასალის უკმარისობა დაასახელა.
თაგები:
ვაგნერი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


