"პროექტი, რომელმაც საქართველოს კულტურული რუკა შეცვალა" - International Business Times UK Starring Georgia-ს შესახებ წერს

ავტორი
Front News საქართველო
“Starring Georgia არის კომპანია, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური მასშტაბის კულტურულ და გასართობ ცენტრად დამკვიდრება”,- ამის შესახებ ბრიტანული ბიზნესგამოცემა International Business Times წერს.
მასშტაბურობასა და მნიშვნელობაში იმ არტისტების ჩამონათვალიც მარტივად გვარწმუნებენ ვინც ბოლო წლებში საქართველოს ეწვივნენ.
ბრიტანულმა ბიზნესგამოცემამ International Business Times-მა სტატია სახელწოდებით “Starring Georgia: How One Company Transformed Georgia’s Cultural Landscape” გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა განხილული, როგორ შეცვალა Starring Georgia-მ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ინდუსტრია.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება Black Sea Arena-ს ეთმობა, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელმაც საქართველო საერთაშორისო მუსიკალური ტურნეების რუკაზე დააყენა.
“საათ-ნახევარში ჩატეული ყველა ემოცია, რისთვისაც Starring Georgia არსებობს – ერთხმად ამღერებული 10 000 ადამიანი, ათასობით უცნობი მელომანის გაზიარებული საერთო ენერგია, ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერები და მათ ფონზე აფრიალებული საქართველოს დროშა” – Scorpions-ის ლაივის შემდეგ Black Sea Arena-ს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტი არა მხოლოდ კონკრეტულ მუსიკალურ ღონისძიებას, არამედ Starring Georgia-ის მთლიან სულისკვეთებასაც იდეალურად აჯამებს. თუმცა, აქ არ უნდა შევცდეთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ მუსიკალურ გამოცდილებებზე, რეალურად საქმე ბევრად დიდ რამეს ეხება.
ამ იდეის მთავარი ღირსებაა ქვეყანაში მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ საქართველო გახდეს გლობალური გასართობი ინდუსტრიის სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯები კი მულტიფუნქციურ ეკოსისტემაში ერთიანდება, რომელიც ორ ძირითად ასპექტს მოიცავს: ერთის მხრივ, ურბანული სივრცეების გაჯანსაღების პროცესს და მეორეს მხრივ, რეგიონული კულტურული სივრცეების აღორძინებას”, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც სტატიაში წერია, იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მუდმივი მასპინძელი და მუსიკისა თუ გასართობი ინდუსტრიის რეგიონული ჰაბი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტექნოლოგიური კუთხითაც.
“Starring Georgia-ს ეკოსისტემის გულისცემა Black Sea Arena-ზე გადის, მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს გაიხსნა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ერთი შეხედვით მშრალი ტექნიკური დეტალები ლამის ერთი დეკადაა წარუშლელ ემოციურ გავლენას ახდენს შეკვეთილში ჩამოსულ მსმენელზე. ამ სივრცეს უკვე უნახავს თავიანთი საყვარელი ბენდის მოსასმენად მოსული აღტაცებული თინეიჯერები, ბაბუების და შვილიშვილების თაობის გამაერთიანებელი კონცერტები და ქართული ფოლკლორული ტრადიციების თანამედროვე რეალობაში გაცოცხლებაც. OneRepublic, Scorpions, The Killers, Black Eyed Peas, Jessie J იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, ვისი სტუმრობაც შეკვეთილში ნამდვილ ზეიმად იქცა”, - აღნიშნულია სტატიაში.
თაგები:
ბიზნესგამოცემა




