პროექტი "საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა" დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
პროექტი "საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა" დასრულდა.
პროექტის მონაწილე 60 ახალგაზრდას შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
მერიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ორთვიანი პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში - მეჯვრისხევსა და არბოში მცხოვრებ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ფსიქოსოციალური დახმარება გაუწია.
ახალგაზრდებმა ისწავლეს სტრესისა და ემოციების მართვა, განუვითარდათ პოზიტიური სოციალური უნარები. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება სამომავლო პერსპექტივების დასახვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის "ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს