
ავტორი
Front News საქართველო
იმერეთის ტურიზმის სამსახური მეორე წელია, პროექტს “გიდების სკოლა“ ახორციელებს, რომელიც 20 გიდის გადამზადება-სერტიფიცირებას ისახავს მიზნად.
პროექტი ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.
2 თვის განმავლობში „გიდების სკოლის“ მონაწილეები ეცნობოდნენ გიდისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, ასევე ზოგადად მიმოიხილეს საქართველოს ისტორია, გაეცნენ ქართულ ღვინოს, გასტრონომიას, არქიტექტურას.
გასვლითი მეცადინეობები ჩატარდა იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე კახეთსა და აჭარაში.
DMO იმერეთის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა “გიდების სკოლის” მონაწილეებს სერთიფიკატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
თაგები:
ტატო ლილუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს