
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა ქვეპროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში, პროექტი „სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკუმი სტუდენტებისათვის“ განახორციელა.
პროექტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის აფხაზეთიდან დევნილი 30 სტუდენტისთვის 90 დღის განმავლობაში სისხლის სამართლის პროცესის საადვოკატო პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებდა. სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები სისხლის სამართლის პროცესსა და მის შემდეგ დისციპლინებში: კრიმინალისტიკა, კრიმინოლოგია, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა, განხილვები სასამართლო ინსტანციებში. ასევე, მონაწილეები დაესწრნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვებს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდული ინიციატივებისა და საქმიანობის ხელშეწყობა იყო.
თაგები:
რუსლან აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს