პროექტი “ჩვენი ჯარი“ გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
პროექტ “ჩვენი ჯარის” ფარგლებში მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გენერალი მშობლიური სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს გაესაუბრა და ჯარისკაცის პროფესიისა და თავდაცვის ძალებში მიღებული გამოცდილების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
ლოჯისტიკის სარდალმა მოსწავლეებთან დისკუსიაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, მათ თავდაცვის ძალების სტრუქტურა, ამოცანები, თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიები და სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები გააცნეს და ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს.
პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.
თაგები:
ჩვენი ჯარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს