
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა საბერძნეთში პროექტი “აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ განახორციელა.
პროგრამაში 12-დან 16 წლამდე, აფხაზეთიდან დევნილი ოცი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც 10 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მათთვის საბერძნეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ადგილების გასაცნობად კულტურული ტურები მოეწყო.
პროექტის ბოლოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება საბერძნეთის ქალაქ ვერიაში გაიმართა, რომელსაც სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიის მხარდაჭერით ქვეპროგრამის ,,მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო ქალაქ ვერიის იმათიის ოლქის გუბერნია, ქალაქ ვერიის მერია, საქართველოს საპატრიარქო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თაგები:
აფხაზეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს