პროკურატურა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება შეცვალა, ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 6 წლით და 6 თვის ვადით აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს