პროკურატურა ქალზე ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს