Logo

პროკურატურა – სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

სამართალი
640
Frontnews image description

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცველთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა)  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

 

“სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან  დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

 

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ისრაელის პოლიცია  დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გამოძიების ინფორმაციით,  ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ.

Advertisement