Logo

პროკურატურამ 22 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
07.02.2025 / 13:11
961
Frontnews image description

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. “ლოკაციებზე“ განთავსების გზით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში – როცა სახეზეა ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან”, – აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement