Logo

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
233
Frontnews image description

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა შურისძიების მიზნით, დანით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, მეორე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო მესამე სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement