Logo

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
320
Frontnews image description

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.

დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement