პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს