Logo

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
229
Frontnews image description

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4.48 გრ. ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინს".

გამოძიებით დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკულ საშუალება "გამომშრალი მარიხუანა", რომლის რეალიზაციაც მოახდინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ქუთაისში დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე პირს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement