
ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობით დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისში, ბრალდებულებმა დაზარალებულები მოტყუებით მიიყვანეს ნაქირავებ ბინაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხნენ მათ, რა დროსაც 181 000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ძვირფასი ნივთები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მესამე ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს