Logo

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ძმებს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
247
Frontnews image description

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძმებმა, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ გოგონას.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement